გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ერთოდა, კახეთის სამი სოფელი დააზარალა. სტიქიამ სოფელ ხორხელში, იყალთოსა და რუისპირში ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული 30%-მდე გაანადგურა.
სეტყვის შედეგად დაზიანდა სოფელ იყალთოში ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგებს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის.
კომენტარები