ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა. ბახმაროში ღონისძიება კონცერტით დასრულდა. კურორტზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. მოწყობილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მიმდინარეობდა ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
„მთის დღეებს“ უმასპინძლა ლეჩხუმმაც. მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობებში მიეღოთ მონაწილეობა. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი.
„მთის დღეებთან“ დაკავშირებით ხონში სხვადასხვა მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. უკვე მეორე წელია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით სოფელ გორდში კულტურულ შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება იმართება. დადიანების ტყე-პარკში „მთის დღეების“ ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
მთის დღეები უკვე მესამე წელია მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.