ადგილობრივი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება შემოსავლებს და ამ შემოსავლებში მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავს პრივატიზაციის ნაწილს, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც დავამტკიცეთ ბიუჯეტი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ ნაწილში განვსაზღვრეთ 15 მილიონი ლარი. პირველივე კვარტალში, პირველ 6 თვეში შესრულდა 15 ლიონის ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მიმართ ბიზნესის სექტორის მხრიდან ინტერესი მაღალია და შესაბამისად, ეს ფისკალური რესურსი შესრულდა და 15 მილიონი ჩვენ შევასრულეთ. ხვალ, საკრებულოში შემოვა ბიუჯეტის ცვლილება, რომელიც ეხება პრივატიზაციის ნაწილში ბიუჯეტის ზრდას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ბიუჯეტს 5 მილიონ ლარამდე გავზრდით“, – განაცხადა შენგელიამ.
კომენტარები