სოფელ განჯალაში მამაკაცმა, სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით, 23 წლის ქალი თანასოფლელ სამ მამაკაცთან ერთად მოიტაცა.
ავტომობილი მოგვიანებით სოფელ ყარაჯალაში ნახეს, მაგრამ ქალის და გამტაცებლების კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.
“ჩემი შვილი მანქანას აპარკინგებდა, როდესაც მას ბიჭი მიუახლოვდა. ამბობენ, რომ სულ 4 კაცი იყო. იქვე იდგა “მერსედესიც”, რითაც გაიტაცეს. გოგო მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს. პოლიციამ ვიდეოკადრები გაშიფრა”, – აცხადებს გატაცებული ახალგაზრდის მამა.
გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები