რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება.
„რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ საუბარი არ მიდის“, – თქვა შამბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს. აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა განლაგებული, ხოლო ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.
კომენტარები