ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარს 5 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად მობილიზებული არიან სამართალდამცველები. არსებობდა საფრთხე ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების, თუმცა, რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ხანძრის სრულად ჩაქრობა შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეზობლების ინფორმაციით, დედა და 4 მცირეწლოვანი ბინაში მდგმურად იმყოფებოდნენ. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები