გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი დასასვენებელი სივრცე ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ მოეწყო.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გარეგანათება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, ველობილიკები, გამწვანების ზოლი, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, სკამები და ურნები.
ბულვარის მშენებლობამდე „ახალბაღიდან“ ძველ ხიდამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოეწყო რკინა – ბეტონის საყრდენი კედელი, გურამიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე კი რეაბილიტირდა საგზაო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები