“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის-ბორჯომის-ასპინძის და ადიგენის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ასპინძის სოფლების: თოკის, ვარგავის, საროს, ნიჯგორისა და ივერიაშის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველო, ხოლო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი.
„ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა,“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ასპინძის მერი- როსტომ მაგრაქველიძე, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კომენტარები