„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. დღეს ცნობილ ბენდებსა და მომღერლებს ადგილობრივები წალენჯიხაში, ჩოხატაურში, წყალტუბოსა და ხულოში მოუსმენენ.
მმართველი გუნდის მხარდაჭერად გუშინ ხობსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ. მსმენელის წინაშე მუსიკალური ნომრებით „ქუჩის ბიჭები“, ქუჩის მუსიკოსები და თამუნა ამონაშვილი წარდგნენ. ხელოვანების და ადგილობრივების გზავნილი ამჯერადაც უცვლელია – მხოლოდ მშვიდობით ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ.
კომენტარები