„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა დმანისში, „დმანისობის“ დღესასწაული მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა, – ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, დელეგატმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიულოცა დღესასწაული და მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო.
„დმანისში, „დმანისობის“ სახალხო დღესასწაულს დავესწარი და მათთან ერთად გავიზიარე ის სიხარული, რაც დღეს ქალაქში სუფევდა. ჩემს დმანისელებს მთელი გულით ვულოცავ „დმანისობის“ დღესასწაულს. თითოეულს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას,“ – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.
კომენტარები