ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა.
მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად. პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.
ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
კომენტარები