გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2024“ აღინიშნება.
გორის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეგობარი ქალაქებიდან გორში სტუმრად მყოფ დელეგაციების (ოჟიში და ბიალისტოკი – პოლონეთი) წევრებთან ერთად დაათვალიერეს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციის კუთხეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობა და აქტივობა.
სადღესასწაულო სივრცეში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე – „ჯიპ-ტური“ და იმართება კონცერტები.
„გორის დღე 2024“ გალა-კონცერტით დასრულდება. კონცერტში, მონაწილეობას მიიღებენ „ნართები“ და ჯგუფი „ურსა“.