საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში წყალბურთში საერთაშორისო ტურნირს დაესწრო, რომელსაც ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ქუთაისის თასის” ნახევარფინალში ერთმანეთს თბილისის „ტონუსი” და კვიპროსის „ლარნაკა” დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისის წყალბურთელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 5:4 დასრულდა.
ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზში 20 ოქტომბერს გაიმართება.
საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
კომენტარები