„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ტყიბულში, ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები. „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო ამომრჩეველს.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხომ ხალხის ხედვაა, მათი დამოკიდებულება, შეფასება, უკუკავშირი და ჯანსაღი კრიტიკა. სწორედ ესაა ის, რასაც სწორი გზით მიჰყავს ჩვენი გუნდი, რომელიც მუდმივ მზაობას გამოხატავს, მოუსმინოს ხალხის ხმას, გაითვალისწინოს მათი აზრი და მათთან ერთად ააშენოს ჩვენი ქვეყანა, ის ქვეყანა, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.