პენტაგონში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ დარტყმებში აშშ არ მონაწილეობს.
აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ ვაშინგტონი წინასწარ იყო ინფორმირებული ისრაელის ოპერაციის შესახებ.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე ესაუბრა თავის ისრაელელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.
„ბიბისის“ ცნობით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც დღეს საღამოს ტეხასში საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ინფორმირებული არიან ირანზე ისრაელის დარტყმის შესახებ.
ამერიკული მედიის ცნობით, „პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია და ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას.“
კომენტარები