ჩვენი გზავნილი მკაფიოა – ყველა, ვინც ემუქრება ისრაელის სახელმწიფოს და რეგიონის უფრო ფართო ესკალაციაში ჩათრევას ცდილობს, მძიმე საფასურს გადაიხდის, – განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
„ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და მტკიცე განწყობა, ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და მზად ვართ დავიცვათ ისრაელის სახელმწიფო და ისრაელის ხალხი“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ისრაელმა დაასრულა ზუსტი და მიზანმიმართული საჰაერო დარტყმები ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.
ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს რაკეტების წარმოების ობიექტებს, ასევე ირანის საჰაერო შესაძლებლობებს.
ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ეს საპასუხო დარტყმაა ირანის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე.
კომენტარები