ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში. დაზიანდა ელექტრო ენერგიის ბოძები და სადენები, ასევე ქარმა ერთ ერთი მრავალშვილიანი ოჯახის სახლს სახურავი გადახადა. სტიქიის გამო მუნიციპალიტეტში მობილიზებული იყო მერიისა და სხვა შესაბამისი უწყებების სამსახურები. სოფლებში, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.
ვითარების შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კომენტარები