ბათუმი – სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვის ლოდი გზაზე მოძრავ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელს დაეცა და დააზიანა.
როგორც ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე აცხადებს, შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.
კომენტარები