სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ითანამშრომლოს სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ.
„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ვითანამშრომლო სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, – დაწერა სომხეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
კომენტარები