უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არანაკლები გამოსვლები დაიწყო პარლამენტის წინ და მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თითქმის იგივე საზოგადოების მხრიდან მაშინაც იყო მკაცრი მოთხოვნები – მოხალისეების გაგზავნა, იარაღის გაგზავნა, სანქციების მიღება, სხვადასხვა დამოკიდებულება და საუბარი ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე, შანსი გვაქვს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მიმდინარეობდა სწორედ ამ უწყვეტი აქციების რეჟიმში. როგორ გვამუნათებდნენ, გვეძახდნენ რუსულ, მხდალ ხელისუფლებას და ა.შ. – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„დავუშვათ, ამ ვნებათაღელვას და იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც მაშინ იყო გაჟღერებული, დათანხმებოდა ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება, რომ ვერ გაეძლო ამ წნეხისთვის, ვინმეს აქვს გააზრებული, თუ რა მოჰყვებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას? არც ნატოს წევრი ვართ, არც ევროკავშირის, დაუცველი მთლიანად. რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა და ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? – რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება.
ამ წნეხის მიუხედავად, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, დავიცავით ჩვენი უსაფრთხოება და საპირისპირო შედეგი მივიღეთ. ამ ყველაფერს ასევე ითხოვდნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის ბიუროკრატია, უკრაინის ხელისუფლება, აშშ-ის ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენელი ერთიანი მოთხოვნებით გამოდიოდნენ.
საზოგადოებამ დაინახა თავისი ხელისუფლების მტკიცე პოზიცია, პრინციპულობა, ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.