ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლა სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა.
„ეხო კავკაზა“-ს ინფორმაციით, სამი ადამიანი საავადმყოფოში, ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს, თუმცა ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ე.წ. შს სამინისტროში აცხადებენ, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მისი ვინაობის დადგენა და დაკავება მოხერხდა.
კომენტარები