ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
პატიმრები უკვე რამალაში იმყოფებიან, სადაც მათ საზეიმოდ დახვდნენ.
გათავისუფლებულებს შორის 70-ზე მეტი პირია, რომელიც უვადო ან გრძელვადიან სასჯელს იხდიდა, ხოლო 111 პატიმარი ისრაელის მიერ ომის პერიოდში დაკავებული პირი.
როგორც „ბიბისი“ წერს, შვიდი ყოფილი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკული.
მანამდე, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ამჟამად ისრაელში საავადმყოფოში იმყოფებიან.
ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან, 19 იანვრის შემდეგ, სულ 21 მძევალი და 566 პატიმარია გათავისუფლებული.
კომენტარები