ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. იწმინდება საფეხმავლო ბილიკებიც, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ლევან ზალკალიანმა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
„ნალექი თოვლის სახით იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. იწმინდება საფეხმავლო ბილიკებიც. სწავლა შეჩერებულია მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლასა და ბაღში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში კი ერთ მეტრს მიაღწია. სტიქიამ პრობლემები შექმნა აჭარაში, გურიასა და იმერეთში. დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში. ჩაკეტილია იმერეთის 42 სოფლის გზა. უკვე რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.