სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს, – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაზარალებული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.
“მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს,” – განაცხადეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
კომენტარები