კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილთან ერთად, სოფ. შილდაში გზის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 3700 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხებისა და ლითონის ცხაურების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება – 3 123 923 ლარს შეადგენს.
კომენტარები