საქართველოს არასდროს შეუცვლია არც თავისი საგარეო კურსი და არც თავისი პოზიცია, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას.
იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობას შეეხო.
„აშშ-ის უშველებელი რესურსით შესაძლოა, მართლაც ახდეს არა მარტო საქართველოს, არამედ უამრავი ქვეყნის ოცნება და ეს ომის დღის წესრიგი შეიცვალოს თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და პოზიტიური პროცესების დღის წესრიგად. საქართველოს არასდროს შეუცვლია არც თავისი საგარეო კურსი და არც თავისი პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები