საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით.
2025 წლის იანვარ-მარტში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 700 392.3 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5 581 211.3 ათასი ლარი) 102.1%; მათ შორის: გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 308 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 428 476.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3%;
2025 წლის იანვარ-მარტში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 700 392.3 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5 581 211.3 ათასი ლარი) 102.1%; მათ შორის:
გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 308 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 428 476.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3%;
მეტი დეტალიზაციისთვის აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,174 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 9.6%-ით აღემატება.
2025 წლის თებერვალში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, შესაბამისად 5.2 და 3.7 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.