„ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა. კომპანიის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის ნავთობტერმინალი 1 მლნ 847 ათასი ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 335 ათასი ტონით, ანუ 22%-ით აღემატება.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტვირთბრუნვა 2024 წელს 9%-ით გაიზარდა და 3,6 მლნ ტონა შეადგინა. გასულ წელს პორტი მოემსახურა 1.8 მლნ ტონა ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რაც 2023 წელთან შედარებით 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 1.8 მლნ ტონა საბორნე ტვირთი იყო, აქ ზრდა 5.9%-ია. ამასთან, 16.3%-ით შემცირდა პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 91 200 ერთეული შეადგინა.
კომენტარები