პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა:
“გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ის შესაბამის გონივრულ ვადაში გაარკვევს, რა მოხდა. ასეთი უბედური შემთხვევისგან არც ერთი ქვეყანა და მაღალგანვითარებული საწამო თუ შახტა დაზღვეული არ არის, რადგან წინასწარ ვერ გათვალი, თუკი იქ რაიმე მნიშვნელოვან დარღვევას არ ჰქონდა ადგილი. ამიტომ ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
სახალხო დამცველი მკვლელს უწოდებს იმ ადამიანებს – არ ვიცი, პარლამენტის წევრებს, მთავრობას ყველას… სახალხო დამცველის პოზიციიდან გაკეთებული ეს განცხადება არის არაკორექტული. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქვს უფლება დააფიქსიროს, რომ ის შეშფოთებულია მომხდართან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდოს, მაგრამ სახალხო დამცველი, რომელმაც საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის უფლება უნდა დაიცვას, ვინმეს მკვლელს არ უნდა უწოდებდეს. ეს არის ძალიან არაპროფესიონალური, არაკორექტული შეფასება. ძალიან ცუდია სახალხო დამცველის მხრიდან ასე პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.