მესმის ემოციები, მაგრამ კორექტულობა არ უნდა დავივიწყოთ, – ასე შეაფასა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სახალხო დამცველის განცხადება, რომელმაც მკვლელი უწოდა ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას.
მისი თქმით, მკვლელის წოდება ძალიან მძიმე ბრალდებაა.
“საპარლამენტო უმრავლესობაში შრომის ინსპექციას არავინ ეწინააღმდეგება. აქ არის საუბარი კომპლექსურ გადაწყვეტილებაზე და არა ვერცხლის ტყვიაზე, რომელიც მაქციას მოკლავს, ან რაღაც ჯადოსნურ ჯოხზე, რომელიც გადაწყვეტს ამას”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მკვლელები უწოდა ყველას, ვინც ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება.
კომენტარები