საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ე.წ. შავ სიაში ჩასმის საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ე.წ. შავი სია სამართლებრივად არ არსებობს.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა განუცხადა, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ან ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, პრინციპულად მიუღებლები არიან.
“სამწუხაროდ, იმ პირობებში ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და გარკვეული ადამიანები შემჩნეულნი არიან სეპარატისტულ ხელისუფლებებთან კავშირში, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკოსებია, არამედ ბიზნესი და სხვა.
ამიტომ ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები და ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩვენთვის მიუღებელი, ნონ გრატა და ალბათ, რაღაც ფორმით უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობდეს არაოფიციალურად ე.წ. შავი სია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ან ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, პრინციპულად მიუღებლები არიან. ამიტომ მოგვიწევს ამაზე ფიქრი, საერთო- საჯარო განხილვაც, თუ რა ფორმით შეიძლება ეს გაკეთდეს”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
“ე.წ. შავი სია სამართლებრივად არ არსებობს”
2017/05/11 18:03:17
კომენტარები
ნანახია: 1242 ჯერ