ნუ მიაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, – ასე მიმართა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ”ევროპული საქართველოს” წევრ მამუკა ჩიქოვანს რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე:
“ნუ მოახდენს საზოგადოების პროვოცირებას. ნუ მიაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს. ეს იყო თქვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენ ასეთი რამე თავში არ მოგვდის”, – მიმართა მდინარაძემ ჩიქოვანს.
”ევროპული საქართველოს” წევრმა მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ მიყვანილი ხალხი არის დარბაზში, რასაც დარბაზში მყოფების უკმაყოფილო შეძახილები და ხმაური მოჰყვა.
კომენტარები