ჩვენ არ გვინდა ჯიბის პრეზიდენტი, -ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.
“არ გვინდა ჩვენ ჯიბის პრეზიდენტი. ჩვენ გვჭირდება ღირსეული პრეზიდენტი.
მე პირადად დარწმუნებული ვარ ჩვენს ხალხს შეუძლია აირჩიოს ღირსეული ადამიანი, გათვალისწინებით ბევრი პრობლემის, ბევრი შეცდომის, რომელიც ჩვენ დავუშვით, მაგრამ ხომ უნდა დავსვათ წერტილი შეცდომების დაშვებაში, ხომ შეიძლება ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, სადაც ღირსეულ კანდიდატს შევარჩევთ. რატომ უნდა გვეშინოდეს ამისი და რატომ უნდა გვახვევდეს ვინმე თავს, ხომ შეიძლება ჩვენ თვითონ ავირჩიოთ პრეზიდენტი?”, – აღნიშნა ტუღუშმა.
კომენტარები