საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოვლენებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ. დღეს ფილარმონიისს დიდ დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის პროცესის ბოლო შეხვედრა ჩატარდება. მდინარიძე მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები, დღევანდელი ღონისძიების დისკრედიტაციის მიზნით, ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალოს, რის შედეგადაც გარკვეული არეულობის მოწყობა იგეგმება. მდინარაძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდნენ, რათა რაიმე სახის გართულება და ექსცესები თავიდან აიცილონ. „ჩვენს ოპონენტებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვურჩევ, რომ დაპირიპისრება არგუმენტებით სჯობს, ვიდრე პროცესის დისკრედიტაციით, რადგან ეს ჩვენი არგუმენტების სიმყარეს კიდევ უფრო გამოაჩენს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ, პროცესის დისკრედიტაციას და გარკვეული დისონანსის შეტანას არ არ შეეცდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავებს მიმართავს
2017/05/15 11:35:37
ნანახია: 1845 ჯერ