თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა არ შედგა.
„ადგილი აქვს პროვოკაციებს, ვერ ხედავს ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფის შეძახილების გამო, სხდომის დაწყება ვერ მოხერხდა.
თავდაპირველად, „აუდიტორია 115“-ის წევრები სკანდირებდნენ „კონსტიტუცია ხალხს“. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს სიტყვის გამოსვლის საშუალება მისცა.
„აუდიტორია 115“-ის გარდა, დარბაზში იმყოფებოდნენ სანდრო ბრეგაძე, ლადო სადღობელაშვილი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქართული მიწა არ იყიდება და ქართული მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის.
კომენტარები