ბათუმში ტურისტული სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებას ამ წუთებში მართავს. დააჯილდოებენ მეხანძრე მაშველებს. წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე 250-ზე მეტი მაშველი იზრუნებს.
ზღვისპირა ქალაქში ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი ღონისძიება. „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სხვადასხვა ინსტალაცია.
კომენტარები