სუს-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავების ფაქტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ეხმიანება.
მისი თქმით, კანონი ნებისმიერი პირის მიმართ უმკაცრესი იქნება.
„არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, თანამდებობას, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ – მოქმედი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კანონი უზენაესია ყველასთვის. ასე, რომ ხელი ნურავის წაუცდება იმაზე, რასაც ჰქვია კორუფცია და მასთან დაკავშირებული ქმედება. კანონი ნებისმიერი პირის მიმართ იქნება უმკაცრესი“, – განაცხადა კირცხალიამ.
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა.
კომენტარები