,,17 მაისი თარიღია და არა საშუალება”, – ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ტოკ-შოუ ,,პრიორიტეტის” კითხვას, თუ რატომ დაკანონდა ოჯახის სიწმინდის დღე მაინც და მაინც 17 მაისს, როცა ლგბტ თემი აღნიშნავს ტრანსფობიისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
კითხვაზე რას აკეთებს სახელმწიფო ტრანგენდერი ადამიანების სიცოცხლის დაცვისთვის ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ყველა ადამიანის სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტია.
,,ჩვენ დასაკარგი არავინ არ გვყავს და აქ სტატისტიკური მიდგომის გამოყენება არ შეიძლება“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
ზაქარია ქუნაშვილის თქმით, მხოლოდ ტრანსგენდერების მკვლელობა კი არა, ზოგადად ადამიანების მკვლელობაა პრობლემა.
,,საქართველო არ არის მოძალადე ქვეყანა. აქ ცხოვრობს ნორმალური ხალხი, მაგრამ მათ შორის რა თქმა უნდა არიან არანორმალურებიც”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
კითხვაზე, ვინ არის არანორმალური, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ესენი ყაჩაღები და მკვლელები არიან.
,, არ მაქვს მე ამ ხალხთან კომუნიკაცია. მე მეტნაკლებად ვკითხულობ ინფორმაციებს და ამ წყაროებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე არ მაქვს ტრაგიკული დასკვნის გაკეთების საფუძველი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა კითხვის პასუხად, არიან თუ არა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები დისკრიმინირებულები.