ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიკორწმინდასა და ჭრებალოში განახლებული საბავშვო ბაღები 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ახალ შენობებში, სასწავლო ოთახებთან ერთად მოეწყობა შიდა და გარე სათამაშო სივრცეები, საძინებლები, სამზარეულო და ადმინისტრაციული ოთახები
პროექტის მიხედვით, ნიკორწმინდისა და ჭრებალოს საბავშვო ბაღებში ბავშვების უსაფრთხოების, განათლებისა და სოციალიზაციისთვის ყველა აუცილებელი საჭიროება იქნება გათვალისწინებული
ორივე პროექტის ღირებულება 6.7 მილიონ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები