სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -5.2 პროცენტით შემცირებულია როგორც ტანსაცმლის, ისე -1.6 პროცენტით ფეხსაცმლის ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.2 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.2 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (2.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.2 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4 პროცენტი).” – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.