გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა ის სპეცრაზმმა დააკავა.
თვითმხილველების თქმით, დანაშაულის ჩამდენმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. მათივე თქმით, დაჭრილი იმ კორპუსის მცხოვრებია, რომლის მიმდებარედაც შემთხვევა მოხდა. დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდას ცეცხლნასროლი დაზიანება ქვედა კიდურზე აღენიშნება და იგი კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები