ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური – ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესიხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.
სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის დააღნიშნა, რომ საქართველოს სახით თურქეთს ჰყავს ერთგული პარტნიორი. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისი თქმით, რეგიონალური არასტაბილურობის პირობებში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს საქართველოსა და თურქეთს შორისარსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანიპერსპექტივები აქვთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის პირველი განშტოების დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისთვისარის დაგეგმილი. ეს პროექტი, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და უკეთ წარმოაჩენს პროექტის მონაწილესაქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ მნიშვნელობას და ასევე ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს კორიდორი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის” აღორძინების დიდი პროექტის, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გამართული სამიტის დროს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
თურქეთის პრემიერ–მინისტრის განმარტებით, ბოლო 25 წელის მანძილზე თურქეთმა გააფართოვა ურთიერთობები საქართველოსთან და დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან შემდგომი თანაშრომლობისგაღრმავებას. ბინალი ილდირიმის თქმით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი მიანიშნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალეტაპზე გადასვლას, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განიხილონ ყველა საკითხი და იმსჯელონ თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.
საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, საფუძველი ჩაეყარა ერთობლივეკონომიკურ და სავაჭრო კომისიას, რომელიც მომავალი თანამშრომლობის ახალ ჩარჩოებს განსაზღვრავს.
საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს და თურქეთის პრემიერ–მინისტრებმა ხელი მოაწერეს „თბილისის განცხადებას,” რომლითაც მხარეებმაკიდევ ერთხელ დაადასტურეს, თავიანთი პატივისცემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი და აღნიშნეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა რეგიონულიმშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტია.
დღესვე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებერთობლივ განცხადებას”; დეკლარაციას „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ”; „საქართველოს მთავრობასა და თურქეთისრესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას”; „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციის სამინისტროსშორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს”.