ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მეუღლეებთან ერთად ჩავიდნენ. ქალბატონებს ბელგიის დედოფალმა და ბელგიის პრემიერის პარტნიორმა უმასპინძლეს. სტუმრებმა დაათვალიერეს მეფის სასახლე, რენე მაგრიტის მუზეუმი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტო.
რიგით 28-ე სამიტი 25 მაისს გაიხსნა. სამიტში მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. ალიანსის ახალი წევრი მონტენეგრო დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს, რადგან ოფიციალურად 5 ივნისს წევრიანდება. სამიტში პირველად მონაწილეობენ დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი. სამიტის დღის წესრიგშია თავდაცვის ხარჯები, რუსეთი, ტერორიზმი და კიბერდანაშაული.
კომენტარები