საქართველოს საბოლოო მიზანი არის ნატო-ს წევრობა და არა მაპი – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის კომიტეტზე ისაუბრა.
,,ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და რაც აძლიერებს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვისაუბრეთ ასევე რეგიონულ საფრთხეებზე, გამოწვევებზე და იმაზე თუ როგორ უწყობს ხელს საქართველო რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კომენტარები