ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დაზარალდა.
უხვმა ნალექმა ვარდისუბანში 50, რუისპირში კი 100 ჰექტარი ფართობის ვენახები დააზიანა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დაზიანებული ვენახების შეფასება მიმდინარეობს.
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სეტყვისგან დაზიანებული 1 კილოგრამი ყურძენი 1 ლარად მიიღოს.
კომენტარები