ვარლამ წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ახალციხის მერობის კანდიდატი, წყალთბილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მოისმინა მათი საჭიროებები და ერთად იმსჯელეს, იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომლებიც სოფლებშია.
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მათი პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, პროექტებსა და პროგრამებს, მოქალაქეებთან ხშირი კომუნიკაციით დაგეგმავს.
„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული შეხვედრა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში ამ სოფლებში. მოსახლეობის მხრიდან მოვისმინე საჭიროებები და ვიმსჯელეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად გაუმჯობესდეს მათი ყოველდღიურობა“, – განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.