გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ ხაჩიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ გარდაბნის N3 საბავშო ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბაღის შენობა დაათვალიერა.
მუნიციპალიტტის ინფორმაციით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მარტყოფისა და სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში 300 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, ხოლო ლემშვანიერას საბავშო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტრდა.
კომენტარები