საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს აქვს როგორც ჟურნალისტიკის, ისე ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში.
როგორც პრეზიდენტმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, გარკვეული საკითხების დაცვა სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილია ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია.
„ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც ჟურნალისტიკის, ისევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ლიდერის როლი რეგიონში. ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ადვოკატის მიერ, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან – ადამიანის გაქრობა არის, კიდევ ერთხელ, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეებიც“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
” ადამიანის გაქრობა არის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა”
2017/05/31 18:26:40
კომენტარები
ნანახია: 1321 ჯერ