ეს ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია საკუთარი სიცოცხლით ენდო ბოლომდე, – ასე აფასებს ქართველ ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონს ავთანდილ ჭრიკიშვილს ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი.
ქალბატონი რაია ამავდროულად, ავთანდილის სიდედრია.
“ეს ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია საკუთარი სიცოცხლით ენდო ბოლომდე. სუფთა, ალალი, კეთილი, სწორი, გამტანი, სანდო, ერთგული, უღალატო მეგობარი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა და იდეალური სიძე🥰
(აი, სიდედრი რომ ასე შეგაფასებს…🥰)
ხოდა, მადლობა ავთო, იმისთვის, რაც შენ ჩემთვის გააკეთე….!🙏
#კაცებისკაცი
მიყვარხარ და მეამაყები🙏❤️”, – წერს რაია ჯანხოთელი.
კომენტარები