ვიდეო არქივი

“გზავნილი მარადისობაში დარჩენილთათვის“ – ROMANOZ-ის ახალი ტილოსა და პროექტის წარდგენა

2 ივნისს, 19:00 საათზე, გალერეა „აპოლოში“  ტრანსცენდენტალური მიმდინარეობის მხატვრის ROMANOZ-ის ახალი ტილოსა და პროექტის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ტილო „გზავნილი მარადისობაში დარჩენილთათვის“ („Message for those resting in eternity“) არის მხატვრის ახალი, უპრეცედენტო მასშტაბების პროექტის  „სურვილების ასრულების კვანტის” ერთგვარი შესავალი.
„სურვილების ასრულების კვანტი“ უნიკალური შინაარსის და პარამეტრების პროექტია, რომლის პრეცედენტს ტრანსცენდენტალური ხელოვნების ჟანრში ვერ შეხვდებით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება 4 დამოუკიდებელი ტილო, რომელთაგან ყველაზე პატარა ტილოს ფართობი 44 კვმ.-ს შეადგენს, ყველაზე დიდის კი – 308 კვმ.-ს.  დასრულებული ოთხივე ნამუშევარი ერთობლიობაში ერთ მთლიან კონცეფციას კრავს.
გამოფენას დაესწრებიან ქართველი ხელოვანები, ბიზნესის წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პროექტის დეტალები: https://www.youtube.com/watch?v=0LY4uqYTHo0
ROMANOZ – მა 2013 წლიდან გახსნა პერსონალური გალერეა, „აპოლოს“ ყოფილი კინოთეატრის შენობაში, რომელმაც უკვე  არაერთ ცნობილ ადამიანს უმასპინძლა. ROMANOZ-ის ტილოები მსოფლიოს მასშტაბით, ინახება არაერთ პერსონალურ კოლექციაში. მის ნამუშევრებს შეხვდებით იაპონიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ინდონეზიაში, ესპანეთში, რუსეთში, არაბეთის საემიროებში, ამერიკაში.
დამატებითი ინფორმაცია მხატვრისა და მისი შემოქმედების შესახებ ვებგვერდზე: http://romanozart.com/Romanoz/
ROMANOZ  ხელოვნებაში ახალი – ტრანსცენდენტალური მიმდინარეობის ფუძემდებელია. ის 20 წლის განმავლობაში ქმნის ამ ჟანრის ნამუშევრებს. გამართა 20-მდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის ჰოლანდიის სამეფო კლუბში, ამსტერდამში.

კომენტარები